რაჭა.ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა სემინარი ონის მუნიციპალიტეტში თემაზე: „მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
სემინარის მიზანი იყო საზოგადოების საჭიროებების უკეთ გააზრების, სამოქალაქო ღირებულებების აქტიური პოპულარიზაციის, სამოქალაქო აქტივიზმის და ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია. სემინარში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები; სემინარი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა"ფარგლებში.
წყარო: აფხაზინტერკონტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)