თბილისი.პლატფორმა „არა-ფობია!" ეხმიანება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველ ვერსიას.
„სრულიად მიუღებელი და თანასწორობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან ყოვლად შეუსაბამოა ლგბტქი+ თემის საჭიროებების უგულებელყოფა სამოქმედო გეგმაში“, ნათქვამია განცხადებაში.
პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „აუცილებელია სამოქმედო გეგმაში აისახოს ლგბტქი+ თემის საჭიროებები, რათა კიდევ უფრო არ დასუსტდეს თანასწორობის დაცვა, არ გაუარესდეს თემის მიმართ არსებული აგრესიული გარემო და ხელი არ შეეშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“.
წყარო: პლატფორმა „არა ფობია“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)