იმერეთი.ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდა.
მისი მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება ტოლერანტობისა და სოციალური ინოვაციების, საზოგადოების მრავალფეროვნების დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრის შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ტოლერანტობის კულტურის ძირითად ასპექტები, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ასევე, ამ კუთხით არსებული ევროპული სტანდარტები. ტრენინგი ორგანიზებული იქნა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)