თბილისი. გოეთეს ინსტიტუტში ჰაირიხ
ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მუშაობის 10 წლის საიუბილეო კონფერენცია
გაიმართა. მუშაობაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ასევე ექსპერტები ევროკავშირისა
და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ანალიტიკური ცენტრებიდან.
საიუბილეო კონფერენცია გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით
უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ბიოლის ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარებისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კონფერენციის თემაზე „სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე".
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში