en
ge

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

ქვემო ქართლი.14 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, რომელზეც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი პროგრამა განიხილეს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, შალალა ამირჯანოვამ, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, წარადგინა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონახაზი, რომელიც პროგრამის ფარგლებშია შემუშავებული დარგის ექსპერტების მიერ. 

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაც შეეხება საბიუჯეტო პროცედურას: 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მერია საკრებულოში 15 ნოემბერს წარადგინა და 25 ნოემბრამდე საჯაროდ განიხილავს მას.

 მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კი, საკრებულომ უნდა დამტკიცოს. 

სრულად...

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)