თბილისი.მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
„ეს ცვლილებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, და ძირს უთხრის პერსპექტივას, რომ ის რეალურად გახდეს სახელმწიფო უწყებებისაგან და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. კანონპროექტის არსებული ფორმით მიღების შემთხვევაში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები განიხილავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: მედიის ადვოკატირების კოალიცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)