თბილისი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB), ფრანკლინის კლუბთან და საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით 24 ნოემბერს, 18:00 საათზე ფაბრიკაში ჰოლოდომორის 91-ე ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც სტალინის საბჭოთა რუსული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ორგანიზებული ხელოვნური შიმშილის გზით მილიონობით უკრაინელის გენოციდს შეეხება.
გაიმართება დისკუსია რაკლი ხვადაგიანისა და ლევან ღამბაშიძის მონაწილეობით, რომელსაც ფრანკლინის აკადემიის ლექტორი, გიორგი ანდრონიკაშვილი გაუძღვება. ღონისძიებას მხარს უჭერს "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED)
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)