თბილისი.ადამიანის უფლებათა ცენტრი საჩივრით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საპროტესტო აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტების - ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის და 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, „საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია არანაირი სახის ვიდეომტკიცებულება და სამინისტროს წარმომადგენელი თავის მოსაზრებას ამყარებდა მხოლოდ დაკავებაში მონაწილე მოწმე პოლიციელების ჩვენებზე.“
წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)