თბილისი.24 ნოემბერს, გაიმართება ანა მარგველაშვილის ნახატების სერიის „მარგვიკეთში“ – გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხა ე.წ. „ანდრონიკაანთ უბნის“ კვლევას მოხმარდება.
სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ და სათემო განვითარების ცენტრი რამდენიმე თვეა „ანდრონიკაანთ უბანს“ იკვლევენ. „ანდრონიკაანთ უბანი“ სოფელ ნუკრიანში მდებარეობს და ის არქიტექტურულად გამორჩეული განაშენიანების ქუჩაა: ვინ აშენებდა ამ დღემდე დიდებული იერის მქონე სახლებს? ვინ ცხოვრობდა აქ და რა ბედი ეწიათ მათ.
რა აწუხებთ დღეს უბნის მაცხოვრებლებს და როგორ ცდილობენ იზრუნონ იმ მემკვიდრეობაზე, სახლებისა და მეხსიერების სახით რომ ერგოთ მამა-პაპისგან.
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)