თბილისი.ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისთვის“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა: „საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობა“.
კვლევაში განხილულია ის გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)