თბილისი.საქართველოს სტატისტიკის ერვოვნულმა სამსახურმა ბავშვების და მოზარდების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.
პორტალი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს ბავშვებისა და მოზარდების შესახებ სტატისტიკის მონაცემებს.
ასევე წარმოდგენილია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების ინდიკატორები, სტატისტიკური პუბლიკაციები, შესაბამისი კანონმდებლობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)