იმერეთი.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ 20 ნოემბერს, ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებისთვის პროგრამული ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი გამართა.
ტრენინგზე მიმოიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურა, პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, პროგრამების შემუშავების, მიზნების, საბოლოო და შუალედური შედეგების განსაზღვრის და ინდიკატორების ჩამოყალიბების საკითხები. ტრენინგს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ლოლაძე უძღვებოდა.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)