აჭარა. 20 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, სამართლის უზენაესობის რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც იმერეთის და აჭარის რეგიონის მართლმსაჯულების სფეროს, უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფორუმმა ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის კანონის უზენაესობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, წაახალისა თანამშრომლობა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მსჯელობა.
ღონისძიება ჩატარდა USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმისა და ქუთაისის კანონის უზენაესობის რეგიონული ჰაბების ფარგლებში.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)