თბილისი.ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ორგანიზაცია „ქლაიმათ ბეიზიქსთან“ ერთად პოდკასტების ახალ ეპიზოდს წარმოადგენს. ამ ეპიზოდში საუბარია კლიმატის ცვლილებაზე.
„კლიმატის ცვლილება თითოეულ ჩვენგანს ეხება. თუმცა, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება. საზოგადოების ღარიბი და მცირე რესურსის მქონე ჯგუფები უფრო დაუცველები არიან ექსტრემალური ამინდის, თუ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა კრიზისების დროს. პოდკასტის ამ ეპიზოდში, მარიამ დევიძე, გარემოსდამცველი და მკვლევარი, გვესაუბრება იმაზე, თუ რა გამოწვევის წინაშე დგანან ქალები საქართველოში კლიმატის ცვლილების პირობებში და რა როლს არსულებს გენდერული თანასწორობა კლიმატის პოლიტიკაში.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: ჰაინრიხ ბოულის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)