არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის გადამზადების კურსი ჩაატარა, რომელშიც 60 ქალი მონაწილებდა.
კურსის ფარგლებში მათ ინფორამცია ბიზნესის დაწყების საფუძვლების, მარკეტინგული სტატეგიისა და ფინანსური დაგეგმვის შესახებ მიიღეს. კურსის მიზანია, ქალების სტიმულირება, წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა და/ან გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები დამატებითი სტაბილური შემოსავლის გამომუშავებისთვის.
სწავლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PASS-ის (გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა) ფარგლებში ჩატარდა პროექტის სამიზნე რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი და კახეთი.
წყარო: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)