თბილისი.უფლებები საქართველოს იურისტებმა უკრაინის მოქალაქეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება თბილისში, „უკრაინის სახლში“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ბინადრობის ნებართვის მოპოვების, ბიზნესის რეგისტრაციის, სოციალურ სერვისებზე წვდომის და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრა ჩატარდა „უფლებები საქართველოს“ პროექტის „საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)