თბილისი.ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ძირითადი პრინციპები: დაკავება, გაჩერება და ჩხრეკა, კანონიერება, მართლზომიერება და თვითნებობის დაუშვებლობა; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე; და ა.შ.
ორდღიანი ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)