en
ge

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

თბილისი.ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 2013 წლის მეორე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საგრანტო პროექტებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად.
მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხაა 300 000 ლარი. კონკურსის პროგრამული მიმართულებებია: ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; გარემოს დაცვა, ეკოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; კულტურულ-საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერა; საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა.
სრულად
წყარო: fondi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023