თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, 1 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „როგორ ვიპოვოთ ინფორმაციის დიდ ზღვაში კორუფციის კენჭები?“.
ტრენინგს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის „საგამოძიებო ჟურნალისტიკის“ საგნის სტუდენტები დაესწრნენ. სტუდენტები გაეცნენ ღია მონაცემებთან მუშაობის სპეციფიკას, შესაძლო კორუფციული გარიგებების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ბიუჯეტის დაუსაბუთებლად ხარჯვის ფაქტების გამოვლენის ხერხებს. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ღია მონაცემების გზამკვლევზე, რომელიც მომზადდა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)