ქვემო ქართლი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დმანისის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვისა და წევრებისთვის გამართა ტრენინგი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე.
აღნიშნული სწავლება, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge).
ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებებისა და საერთაშორისო გამოცდილებებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნისთვის გამოიყენება.
აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს ჩამოიყალიბონ ხედვა და შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მართავს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)