en
ge

ეკო ცენტრის დამფუძნებელი – თინათინ მაღედანი ონლაინ სწავლების შესახებ

ეკო ცენტრის დამფუძნებელი – თინათინ მაღედანი ონლაინ სწავლების შესახებ

დღეს, ონლაინ სასწავლო კურსის ერთ–ერთი კურსდამთავრებულის მოსაზრებებს გაგიზიარებთ თინათინ მაღედანი გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ეკო ცენტრის“ დამფუძნებელია. 

ადგილობრივ დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ თინათინს არც თუ ცოტა ინფორმაცია აქვს, მიუხედავად ამისა, ამბობს რომ ონლაინ სასწავლო კურსი – „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ – ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის. 

„თავი მოვუყარე არსებულ ცოდნას და არაერთი სიახლე შევიტყვე. გადავწყვიტე ჩემს სასწავლო პროგრამაშიც მეტი ყურადღება დავუთმო იმ საკითხებს, რომელიც კურსის განმავლობაში გავიარე. შესაბამისად, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც უკვე აქტიურად ვიყენებ. 

ჩემი აზრით, კურსი სასარგებლოა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივი განვითარების პროცესებში“. 

ონლაინ სასწავლო პროგრამა USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023