თბილისი. კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობამ სამხრეთ კავკასიაში (KAS) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა (IJH) გამართეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაცია.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით;
ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას;
სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)