თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 12 დეკემბერს მიღებული შეფასების მიმოხილვას.
„ 2023 წლის 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინ, ევროკავშირის საბჭო აფასებს გაფართოების პაკეტში არსებული ქვეყნების პროგრესს, პერსპექტივებს, მათ შორის, მხედველობაში იღებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს. ევროკავშირის საბჭოს განსახილველი დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე სამი დღით ადრე და ამ თვალსაზრისით, იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. დასკვნაში ევროკავშირის საბჭო (შემდგომში, საბჭო) მიუთითებს, რომ იმ ღირებულებების პატივისცემა, რომელთა საფუძველზეც დაფუძნდა ევროკავშირი და ევროკავშირის წევრობისთვის მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულება, აუცილებელია ყველა პარტნიორი სახელმწიფოსთვის, რომლებიც გამოხატავენ გაწევრიანებისკენ მისწრაფებას. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ კონკრეტულ მოწოდებებს, საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 2023 წლის 08 ნოემბრის ანგარიშს და მოუწოდებს საქართველოს, წარმოაჩინოს ცხადი ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, გააგრძელოს წინსვლა რეფორმების თვალსაზრისით და ინკლუზიურად, არსებითად და შეუქცევადად შეასრულოს ევროკომისიის დათქმები“.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)