თბილისი. ნიდერლანდების საელჩოს ჯილდოს – „ტიტა ადამიანის უფლებებისთვის“ – მფლობელი გახდა მადონა ხარებავა.
იგი მრავალი წელია ქალთა გაძლიერებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის ადვოკატირებას ეწევა და წლების განმავლობაში იბრძვის სამეგრელოსა და აფხაზეთში შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინკლუზიისთვის.
ის ადამიანის უფლებათა სამაგალითო აქტივისტია, რომელიც დაუღალავად ებრძვის სტერეოტიპებს და ცდილობს, საზოგადოებაში ყველამ თანაბარი შესაძლებლობები მიიღოს. ნიდერლანდების ელჩმა, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა ქალბატონი მადონა საელჩოს პრიზით დააჯილდოვა გუშინდელ ცერემონიაზე, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სათემო აქტივისტები ესწრებოდნენ.
წყარო: ნიდერლანდების საელჩო საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)