თბილისი. 14 დეკემბერს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების წამომადგენლებმა და ექსპერტებმა საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებების დეკარბონიზაციაზე იმსჯელეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ინიციატივის ნაწილია, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს პარიზის შეთანხმების შესრულებაში.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)