თბილისი. პროექტის „ერთი თვე სასამართლო მონიტორად“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 10 მოხალისე გაეცნო სასამართლო მონიტორინგის სახელმძღვანელოს და სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებულ მნიშნელოვან საკითხებს. მოხალისეები ერთი თვის განმავლობაში საიას სასამართლო მონიტორების და სისხლის სამართლის ანალიტიკოსების მენტორობით, აკვირდებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საჯარო სხდომებს;
ანალიტიკოსების ჩართულობით, ყოველკვირეულად განიხილავდნენ სასამართლო სხდომებზე გამოვლენილ პროცესუალურ ხარვეზებსა და დადებით ტენდენციებს.
პროექტი ხორციელდება USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭრით.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)