en
ge

გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

შიდა ქართლი. ასოციაცია „გორის ინვალიდტა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრა გარემოს დაცვის საერთაშორის დღე აღნიშნა. დღე ცენტრმა გარდაბნის ახალგაზრულ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო მცირემასშტაბიანი კამპანია – „გორი პოლიეთილენის გარეშე". აქციაში 50–მდე ახალგაზრდა იყო ჩართული და ორი კომპონენტისაგან შედგებოდა: აქციის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისაგან ვერხვების დევნილთა ჩასახლების ტერიტორიის დასუფთავება; საზოგადოების ქცევის შეცვლისაკენ მიმართული ცნობიერების ამაღლების კამპანია - მოსწავლეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები, პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება-გორის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)