en
ge

გამჭვირვალობა უკანონოდ ჩაწერილი ვიდეარქივის შესაძლო შენახვაზე

თბილისი.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ეხმაურება პრემიერ მინისტრისა და შს მინისტრის განცხადებებს უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის თაობაზე. „გაუგებარია ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოლოდინის შექმნის შემდეგ, რით იყო გამოწვეული მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლა და აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა. მით უმეტეს, რომ ასეთი მასალის შენახვა არღვევს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ისე – საერთაშორისო პრინციპებს და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მიგვაჩნია, რომ მთავრობის ხელში ამგვარი მასალების შენარჩუნება მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების სურვილს შეიძლება ემსახურებოდეს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ უკანონოდ ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის საშუალებად", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას გადადგას „ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი ვიდეოარქივის განადგურების საქმეში".
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)