რაჭა. უფლებები საქართველომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში „უფლებები საქართველოს“ იურისტმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ესაუბრა ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობაზე.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება უფლებები საქართველოს“ და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ევროკავშირისა და ASB საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)