ქვემო ქართლი. უფლებები საქართველოს იურისტებმა რუსთავში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბინადრობის ნებართვის მოპოვების, ბიზნესის დაფუძნების, უცხოური ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მართვის მოწმობების რეგისტრაციის და სხვა აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრა ჩატარდა „უფლებები საქართველოს“ პროექტის „საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის ხელშეწყობა“ ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)