კახეთი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სოციალური მომსახურების შექმნის მიზნით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროგრამა “უფროსი თაობის დღის აქტივობის ცენტრი“.
შექმნილი პროგრამა ეყრდნობა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტებს და შემუშავდა მონაწილეობითი დაგეგმვით, მერიაში ჩამოყალიბებული მრავალ-სექტორული სამუშაო ჯგუფის (მერიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მომსახურებით მოსარგებლეები) მიერ. პროგრამა შემუშავებულია პროექტის „პარტნიორობა მუნიციპალური სოციალური პოლიტიკისთვის“ ფარგლებში.
წყარო: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)