თბილისი. უფლებები საქართველო ახალ დოკუმენტს ავრცელებს. დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
სახელმძღვანელო წესები აღწერს როგორ უნდა გაშუქდეს უკრაინელ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები ეთიკურად. სახელმძღვანელო წესები მომზადდა „უფლებები საქართველოს“ პროექტის „საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)