თბილისი. სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმის დამტკიცებას.
„მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცება დადებითი ნაბიჯია და ამან ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის მეტ ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას, თუმცა წარმოდგენილი გეგმა არ შემუშავდა სათანადო ჩართულობით, ხოლო მისი შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები ეფუძნებოდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: სამართლიანი არჩევნები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)