თბილისი.საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდმა სასწავლო პროგრამის - „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - ფარგლებში დისკუსია ჩაატარა.
GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა თემაზე: ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად პროგრამის მონაწილეები მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით საკუთარი უწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინდივიდუალურად შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს.
პროგრამას რონდელის ფონდი 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)