სამცხე–ჯავახეთი. თანატოლთა განათლების ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გასვლითი ტრენინგი ჩაუტარეს ურაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ტრენინგის თემა იყო „სოციალური ქსელები - სამოქალაქო ჟურნალისტიკა". ღონისძიება ჩატარდა დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით, პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:
ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში