თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ფემიციდის მზარდ შემთხვევებს და მთავრობას მოუწოდებს ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გაძლიერებისკენ.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიუხედავად, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი მაინც მაღალია. 2024 წლის დასაწყისში ფემიციდის მძიმე შემთხვევები დაფიქსირდა. მედია წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის ღამეს ბათუმში, 36 წლის ქალი მოკლა მეუღლემ, ხოლო 9 იანვარს, თბილისში ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა.
მივმართავთ ხელისუფლებას
გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკის პრიორიტეტულობა და გააორმაგოს საკუთარი ძალისხმევა, რესურსები და სამუშაოები შემდეგი მიმართულებებით: 1. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია; 2. პოლიციის მიმართ ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების ნდობის გაზრდა; 3. გამოძიების დროულობა და ეფექტიანობა და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულება; 4. ძალადობა გამოვლენილი ქალების გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; 5. მოძალადე პირების ქცევის კორექციის ეფექტიანი და გრძელვადიანი პროგრამები“.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)