თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ ეხმაურება ტოლერანტობის ცენტრის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
„მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული ანტიკონსტიტუციური განცხადებებით არღვევს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს, უხეშად ერევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ცენტრის ავტონომიაში, აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესს.
(...) მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების მცდელობა.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)