en
ge

„ჩაერთე მართვაში“ – კლუბის წევრთა შეხვედრა

„ჩაერთე მართვაში“ – კლუბის წევრთა შეხვედრა

ქვემო ქართლი. 21 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) „ჩაერთე მართვის“ მარნეულის და დმანისის კლუბის წევრებთან გამართა შეხვედრა.

კლუბის წევრები სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადგილობრივები არიან, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, თავიანთი მონაწილეობით, ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესებს. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის როლზე მოქალაქეთა მონაწილეობის, საგანმანათლებლო–საინფორმაციო კამპანიების, ადგილობრივი ინიციატივების შემუშვების, მონაწილეობის მექანიზმების პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. ამ საკითხებზე კლუბის წევრები 2 თვის განმავლობაში იმუშავებენ. 

ქვემო ქართლში, კამპანიის „ჩაერთე მართვაში“ – პარტნიორია „სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი“. 

25 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჩოხაუტრის კლუბის წევრებთან გამართავს შეხვედრას, 29 იანვარს კი – ბათუმის კლუბის წევრებთან. შეგახსენებთ, რომ კლუბში 100–ზე მეტი მოხალისეა გაერთიანებული მარნეულის, დმანისის, ჩოხატაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან. 

კამპანიას „ჩაერთე მართვაში“ ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)