თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ინფორმაციას აქვეყნებს – „მთავრობამ 2023 წელს 531 განკარგულება დამალა“.
„2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროვებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი.
დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფომრაციის გამოთხოვის გზითაც.“
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას უარი თქვას განკარგულების დამალვის მავნე პრაქტიკაზე.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)