en
ge

დისკუსია მიუსაფარი ცხოველების შესახებ

დისკუსია მიუსაფარი ცხოველების შესახებ

ქვემო ქართლი. მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა მიუსაფარი ცხოველების შესახებ დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიუსაფარი ცხოველების კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ჩატარებისა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით. მათივე თქმით, „ტენდერში ერთიდაიგივე კომპანია იმარჯვებს, რომელსაც ცხოველები აღნიშნული პროცედურების ჩასატარებლად ოზურგეთში მიჰყავს. 

სამედიცინო პუნქტის არარსებობის გამო მოსახლეობის უმრავლესობას აღნიშნული სერვისის მისაღებად თბილისში უწევს ცხოველების წაყვანა.“ - ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ვებ გვერდზე 

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ცხოველთა უფლებადამცველებთან, აქტივისტებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გეგმავს მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ცხოველებთან მოპყრობის წესების, პასუხისმგებლიანი პატრონობისა და ცხოველების მიტოვების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის. 

ასევე, ადგილზე ცხოველებისათვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების შესაქმნელად. 

სრულად...

წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)