თბილისი. კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული თავდასხმა გრძელდება.
ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად...
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე.“
წყარო: კოალიცია ინფორმაცია სანდოობისთვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)