აჭარა.30–31 იანვარს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის გამართა ტრენინგი სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ლიზი სოფრომაძე.
აღნიშნული სწავლება, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge). ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებებისა და საერთაშორისო გამოცდილებებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნისთვის გამოიყენება. აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს შეიმუშაონ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მართავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)