თბილისი. 31 იანვარს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამართა პროექტ „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ექსპერტთა საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა.
ექსპერტთა საბჭოს ექნება საკონსულტაციო და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის ფუნქცია და იმუშავებს ევროინტეგრაციის საკითხებზე, განიხილავს მიმდინარე მდგომარეობას, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებს, კვლევითი საქმიანობისა და აქტივობების ერთობლივ სტრატეგიას.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH). პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით.
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)