აჭარა. 7 ივნისს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ არტ ვეიმ პროექტის - „მასტერკლასები თანამედროვე ხელოვნებაში" - ფარგლებში პირველი სემინარი გამართა. მოწვეულმა თეტრმცოდნემ ლაშა ჩხარტიშვილიმა, ახალგაზრდებს თანამედროვე მსოფლიო თეატრთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა; კერძოდ, ისაუბრა თანამედროვე მსოფლიო თეატრის ჟანრების, ტენდენციების, ფორმების და პერსპექტივების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სემინარები თანამედროვე კინოს, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდების ინფორმირება თანამედროვე ხელოვნების მიღწევებით, მათი გააქტიურება და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზების ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით