აჭარა. 1 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში გაიმართა საჯარო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის სევრისების, კერძოდ პრევენციული ღონისძიებების პროგრამის შესახებ.
ჩატარდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამიების პრეზენტაცია, დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი. აქტივობა ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთითა და ევროკავშირის თანადაფინანსებით.“
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)