კახეთი. MAC Georgia ფოტოგამოფენა „შუქი მოვიდას“ გამართავს.
გამოფენის მიზანია მისი გმირებისა და მათი ისტორიებისათვის პლატფორმის შექმნა.
გმირები კი საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გამორჩეული გულწრფელობით ყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე.
გამოფენა 8-9 თებერვალს, ლაგოდეხში გაიმართება. გამოფენის მხარდამჭერები არიან ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.
წყარო: შუქი მოვიდა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)