აჭარა. 8 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში გაიმართება საჯარო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის სერვისების, კერძოდ პრევენციული ღონისძიებებისა და სკრინინგ პროგრამების შესახებ.
ჩატარდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამიების პრეზენტაცია, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი.
„აქტივობა ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთითა და ევროკავშირის თანადაფინანსებით.“
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)