თბილისი. ევროკომისიის რეკომენდაციების სასამართლოს ნაწილის შესრულების გეგმის განხილვის მიზნით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს შეხვედრის შეთავაზებით მიმართავს.
„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოგმართავთ სამუშაო შეხვედრის მოწყობის თხოვნით. შეხვედრის მიზანი იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების სასამართლოს ნაწილის შესრულების გეგმის განხილვა, კერძოდ, რეფორმის განხორციელების ვადების, საკითხებისა და ზოგადად რეფორმის მასშტაბების შესახებ მსჯელობა.
ასევე კოალიცია წარმოგიდგენთ სასამართლო რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვებს. „ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)