თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყებს პროექტს „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“.
აღნიშნული ერთწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავს პლასტმასის ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების შესახებ დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საწყის ეტაპზე, პროექტი იწვევს კომპანიებსა და ორგანიზაციებს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად!
კამპანია ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)