თბილისი. თბილისში გაიმართა კარგი მმართველობის ფორუმი, რომლის მონაწილეებმა ქმედითი და ეფექტიანი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ისაუბრეს დემოკრატიის ხელისშემშლელ ფაქტორებზე.
კარგი მმართველობის ფორუმი გაიმართა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით.
ფორუმს მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.
წყარო: კარგი მმართველობის ფორუმი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)